---
title: "მუხლი 17. საზღაური სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/17"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საზღაური სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/17

1. სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება სამკვიდროს ღირებულებიდან.

2. რამდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშება თითოეული მემკვიდრის წილის პროპორციულად.

3. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ და ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება მხოლოდ ქონების იმ ნაწილის ღირებულებიდან, რომელზეც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა (ღირებულება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით).

4. ფასიან ქაღალდებზე (ობლიგაცია, თამასუქი, ჩეკი, აქცია) სამკვიდრო მოწმობათა გაცემისა და მათთან დაკავშირებულ გარიგებათა დამოწმებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ფასიანი ქაღალდების ღირებულებიდან. თუ ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის დადგენა შეუძლებელია, მხედველობაში მიიღება მათი ნომინალური ღირებულება.

5. სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისათვის საზღაური გამოიანგარიშება დაცული სამკვიდრო ქონების ღირებულების 15 %-დან.

6. სამკვიდროს მმართველის დანიშვნის მოწმობის გაცემისათვის , სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების/სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისათვის საზღაური განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4565 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/18.md
