---
title: "მუხლი 19. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/19"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/19

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან, ანდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.

2. პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან, ანდა წესდებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3985 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.352

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/20.md
