---
title: "მუხლი 22. გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/22"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/22

1. ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთებია:
№
როცა გარიგების ღირებულებაა
საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების
1
500 ლარის ჩათვლით
3 %
2
501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით
15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5 %
3
1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით
27,5 ლარი + 1000 ლარის ზევით თანხის 1,5 %
4
2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით
42,5 ლარი + 2000 ლარის ზევით თანხის 1 %
5
3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით
52,5 ლარი + 3000 ლარის ზევით თანხის 0,5 %
6
5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით
62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4 %
7
20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით
122,5 ლარი + 20000 ლარის ზევით თანხის 0,3 %
8
100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით
362,5 ლარი + 100000 ლარის ზევით თანხის 0,2 %
9
500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით
1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1 %
10
1000000 ლარის ზევით
1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05 %
2. თუ ამ კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ცალმხრივ გარიგებათა დამოწმებისათვის საზღაურია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობა.

3. ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური არ უნდა იყოს 10000 ლარზე მეტი.

4. თუ გარიგების დამოწმებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ორი ან ორზე მეტი ნოტარიუსი, ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური თანაბრად გაიყოფა ყველა ნოტარიუსზე, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/23.md
