---
title: "მუხლი 26. საზღაური გარიგების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/26"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საზღაური გარიგების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/26

1. ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის საზღაური 15 ლარია.

2. მინდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის საზღაურია ამ ხელშეკრულების დამოწმებისათვის განკუთვნილი საზღაურის ნახევარი.

3. თუ ამ კანონის 29 1 მუხლის თანახმად დადასტურებული განცხადების ან მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმების (მოშლის) დამოწმება ან ცვლილების დადასტურება არ მოხდა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, შესრულებული სანოტარო მოქმედებისათვის საზღაურის ოდენობაა ამ კანონის 29 1 მუხლით გათვალისწინებული საზღაურის ნახევარი.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4565 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/25-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/27.md
