---
title: "მუხლი 27. საზღაური სხვა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/27"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საზღაური სხვა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/27

1. საზღაური ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა _ მაგრამ არა უმეტეს 10 ლარისა;
ბ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
გ) სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება _ მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.

2. საზღაური ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მეოთხედი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) ფულის, ფასიანი ქაღალდების და სხვა ფასეულობების დეპოზიტზე მიღება _ მაგრამ ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარისა;
ბ) საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რიგითობის შეცვლასთან დაკავშირებული გარიგების დამოწმება _ მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა;
გ) საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადების დამოწმება _ მაგრამ არანაკლებ 4 ლარისა.

3. ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის საზღაურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობა.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4565 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/28.md
