---
title: "მუხლი 29. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/29"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/29

საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სანოტარო მოქმედებები:
1
ანდერძის დადასტურება
9 ლარი
2
ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა
5 ლარი
3
ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება
2 ლარი
4
დოკუმენტის თარგმანის სისწორის დადასტურება
თითოეული გვერდისთვის 1 ლარი
5
დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის დადასტურება
თითოეული გვერდისთვის 0.5 ლარი
6
იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბიუროში
3 ლარი
7
მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება
10 ლარი
8
საზღვაო პროტესტის შესრულება
300 ლარი
9
მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება
2 ლარი
10
მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება
2 ლარი
11
დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
2 ლარი
12
მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქტის დადასტურება
2 ლარი
13
ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის
3 ლარი
14
განცხადების პროექტის შედგენა
1 ლარი
15
განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა
2 ლარი
16
ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონების შეფასების გარეშე
20 ლარი
17
სააღსრულებო ფურცლის გაცემა
100 ლარი
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1831 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.287
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/29-1.md
