---
title: "მუხლი 34¹. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/34-1"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "34^1"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34¹. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 34¹ (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/34-1

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება 4 სამუშაო დღის ვადაში – 0,5 ლარი თითოეული გვერდისათვის.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობის საფასურით:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 5 ლარს დამატებული 0.5 ლარი თითოეული გვერდისათვის.

3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის გაწეული მომსახურება, აგრეთვე ნოტარიუსის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია/ცნობა, დოკუმენტის ასლის დამოწმება.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/34-2.md
