---
title: "მუხლი 5. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/5"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/5

1. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველია სანოტარო მოქმედების შესრულებისას გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება.

2. სანოტარო მოქმედების შესრულებისას გარიგების ღირებულებაა მისი საგნის (ნივთის ან უფლების) მხარეთა მიერ გაცხადებული ღირებულება.

3. გარიგების ან სამკვიდროს ღირებულების უცხოური ვალუტით გამოხატვის შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშება გადახდევინების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსით უცხოური ვალუტის მიმართ.

4. მხარეთა მიერ საგნის (ნივთის ან უფლების) აშკარად შეუსაბამო ღირებულების გაცხადების შემთხვევაში, გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგნის (ნივთის ან უფლების) საბაზრო ღირებულება.

5. ნოტარიუსს უფლება არა აქვს მოსთხოვოს სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელ პირს გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/6.md
