---
title: "მუხლი 7. გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/7"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/7

1. იმ გარიგების დამოწმებისას, რომელშიც ცვლილების შეტანას მოჰყვება მისი საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების ზრდა/შემცირება, გარიგების ღირებულებაა ის თანხა, რ ომლ ითაც გაიზარდა/შემცირდა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება.

2. ვალდებულებაში პირის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა ვალდებულების ღირებულების ნახევარი.

3. მრავალპირიან ვალდებულებაში გარიგების ღირებულებაა ვალდებულების თავდაპირველი ღირებულების ნახევრის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება გარიგებაში შესაცვლელი პირის ვალდებულებით განსაზღვრულ წილს.

4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გარიგებაში ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც არ არის დაკავშირებული გარიგების ღირებულებასთან ან პირთა შეცვლასთან, ცვლილების დადასტურებისათვის საზღაური 25 ლარია.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4565 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/8.md
