---
title: "მუხლი 8. გარიგების ღირებულება უძრავი ნივთის გაყოფის, მისი ნაწილების შეერთების და უძრავი ნივთების გაერთიანებისას — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/8"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გარიგების ღირებულება უძრავი ნივთის გაყოფის, მისი ნაწილების შეერთების და უძრავი ნივთების გაერთიანებისას — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/8

1. უძრავი ნივთის გაყოფისას გარიგების ღირებულებაა გასაყოფი ნივთის ღირებულება.

2. უძრავი ნივთის ნაწილების შეერთებისას მეორე უძრავ ნივთთან გარიგების ღირებულებაა შესაერთებელი ნაწილის ღირებულება.

3. უძრავი ნივთების შეერთების საფუძველზე ერთი უძრავი ნივთის წარმოქნისას გარიგების ღირებულებაა უფრო მეტი ღირებულების შესაერთებელი ნივთის ღირებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/9.md
