---
title: "მუხლი 11. სამეწარმეო ვენახი — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/11"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამეწარმეო ვენახი — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/11

1. სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია სააგენტოს მიერ გაცემული ვენახის გაშენებაზე თანხმობის საფუძველზე. სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიში. სამეწარმეო ვენახის გაშენების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია მხოლოდ: ა) ნამყენი ნერგით – ყურძნის მოყვანის მიზნით; ბ) საკუთარფესვიანი ნერგით – საძირეთა სადედის გაშენების მიზნით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1399 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/12.md
