---
title: "მუხლი 14. ღვინის კატეგორიები — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/14"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ღვინის კატეგორიები — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/14

1. წარმოშობის ადგილის მიხედვით ღვინის კატეგორიებია: ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო; ბ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო.

2. დამზადების მეთოდის მიხედვით სპეციალური ღვინის კატეგორიებია: ა) ცქრიალა ღვინო; ბ) მსუბუქად ცქრიალა ღვინო; გ) შუშხუნა ღვინო; დ) ქვევრის ღვინო; ე) ლიქიორული ღვინო (მათ შორის, შემაგრებული ღვინო და სხვა ლიქიორული ღვინო); ვ) სადესერტო ღვინო; ზ) საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო; თ) შემჭკნარი ყურძნის ღვინო; ი) აისვაინი; კ) არომატიზებული ღვინო; ლ) ბუნებრივი ღვინო; მ) დეალკოჰოლიზებული ღვინო.

3. ფერის მიხედვით ღვინის კატეგორიებია: ა) თეთრი; ბ) ქარვისფერი; გ) ვარდისფერი; დ) წითელი.

4. შაქრიანობის მიხედვით ღვინის (გარდა ცქრიალა ღვინისა) კატეგორიებია: ა) მშრალი; ბ) ნახევრად მშრალი; გ) ნახევრად ტკბილი; დ) ტკბილი.

5. შაქრიანობის მიხედვით ცქრიალა ღვინის კატეგორიებია: ა) ექსტრა ბრიუტი; ბ) ბრიუტი; გ) ექსტრა მშრალი; დ) მშრალი; ე) ნახევრად მშრალი; ვ) ნახევრად ტკბილი; ზ) ტკბილი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ღვინოების წარმოების ზოგად წესს და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1643 – ვებგვერდი, 11.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/15.md
