---
title: "მუხლი 16. ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/16"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/16

1. ღვინის ან სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქპატენტში რეგისტრაციის საფუძველზე.

2. ღვინის ან სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოსთან შეთანხმებული, შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ წარმოების სპეციფიკაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; ბ) ფიზიკური, ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები; გ) ღვინის, სპირტიანი სასმელის დამზადების სპეციფიკური მეთოდები ან/და შეზღუდვები; დ) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრები; ე) 1 ჰექტარ ვენახზე ყურძნის მაქსიმალური მოსავლიანობა და ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა; ვ) ვაზის ჯიში/ჯიშები; ზ) პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხის, თვისებების ან/და რეპუტაციის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან; თ) დამატებითი განსაკუთრებული მახასიათებლები (არსებობის შემთხვევაში); ი) მაკონტროლებელი ორგანო.

4. საქპატენტში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/17.md
