---
title: "მუხლი 17. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის კატეგორიის ცვლილება — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/17"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის კატეგორიის ცვლილება — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/17

1. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოდ, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიის ღვინისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

2. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიან სასმელად, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიის სპირტიანი სასმელისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

3. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიან სასმელს, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოს ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიან სასმელს მოეხსნას შესაბამისი კატეგორია.

4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული კატეგორიის ცვლილება დასაშვებია მეწარმის ინიციატივით ან/და სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/18.md
