---
title: "მუხლი 3¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/3-1"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "3^1"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 3¹ (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/3-1

1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

4. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია სააგენტოს სახელწოდება, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, გრანტები, მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/3-2.md
