---
title: "მუხლი 32. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მისათითებლად ნებადართული ინფორმაცია — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/32"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მისათითებლად ნებადართული ინფორმაცია — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/32

1. ნებადართულია, ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ვაზის ჯიშის/ჯიშების დასახელება, თუ პროდუქტის არანაკლებ 85%-ის საწარმოებლად გამოყენებულია აღნიშნული ვაზის ჯიშის/ჯიშების ყურძენი; გ) ღვინის შემთხვევაში – მოსავლის წელი, თუ ღვინის არანაკლებ 85% წარმოებულია აღნიშნულ წელს მოყვანილი ყურძნისგან; დ) ამ კანონით გათვალისწინებული ღვინის/სპირტიანი სასმლის ფერის, შაქრიანობის, დამზადების მეთოდის მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება; ე) ქართული ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ღვინო“; ვ) ცქრიალა ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ტრადიციული მეთოდი“, თუ ცქრიალა ღვინო ბოთლური მეთოდითაა წარმოებული; ზ) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა ღვინის ხის კასრში დადუღების ან/და დავარგების შესახებ, თუ ღვინო ხის კასრში დადუღდა ან/და დავარგდა; [ თ) ბრენდის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს შეადგენს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი; (ამოქმედდეს 2028 წლის 3 იანვრიდან)] [ თ) ბრენდის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს; (ამოქმედდეს 2028 წლის 4 იანვრიდან)] ი) ბრენდის შემთხვევაში – ბრენდის ასაკი ან დავარგების მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება ან შესაბამისი კატეგორიისთვის დადგენილი აღნიშვნები; კ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის თვისებრიობის, წარმოშობის ადგილის, მოსავლის წლის, მწარმოებლის, ტიპის, სტილის ან/და სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარ წარმოდგენას არ შეუქმნის.

2. დასაშვებია, ექსპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორის მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3964 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3775 – ვებგვერდი, 14.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 14.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33.md
