---
title: "მუხლი 33³. ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-3"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "33^3"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33³. ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 33³ (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-3

1. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.

2. ნებისმიერი კატეგორიის სპირტიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.

2¹. ღვინისეული სასმლის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.

3. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატი.

3¹. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ღვინისეული სასმლის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატი.

4. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. ამ მუხლის პირველი–3 1 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4407 - ვებგვერდი, 03.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-4.md
