---
title: "მუხლი 33⁴. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ექსპორტი და იმპორტი — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-4"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "33^4"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33⁴. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ექსპორტი და იმპორტი — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 33⁴ (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-4

1. ღვინისა და ღვინისეული სასმლის ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.

2. ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის დროს წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

3. საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის იმპორტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას, დაფასოებულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია უშუალო მოხმარებისთვის.

4. საქართველოში დროებით შემოტანილი ღვინის შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა დაუშვებელია. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. თავი XII 3 . ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შეტყობინება საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-5.md
