---
title: "მუხლი 33. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33

1. საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია უნდა მიეთითოს ქართულ ენაზე ან ქართულ და უცხოურ ენებზე.

2. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება, ნომინალური მოცულობა, ფაქტობრივი სპირტშემცველობა და მწარმოებელი ქვეყნის დასახელება უნდა მიეთითოს მხედველობის ერთ არეში. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/33-1.md
