---
title: "მუხლი 7. საქართველოს მევენახეობის ზონები და მევენახეობის ქვეზონები — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/7"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს მევენახეობის ზონები და მევენახეობის ქვეზონები — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/7

1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობის შემდეგი ზონები და მევენახეობის შესაბამისი ქვეზონები: ა) კახეთი (ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი); ბ) ქართლი (ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი); გ) მესხეთი; დ) იმერეთი (ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი); ე) რაჭა; ვ) ლეჩხუმი; ზ) გურია; თ) სამეგრელო; ი) აფხაზეთი; კ) აჭარა.

2. საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრებს, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. თავი IV. ვაზის სარგავი მასალის წარმოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/8.md
