---
title: "მუხლი 8¹. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოება — ვაზისა და ღვინის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/8-1"
law: "ვაზისა და ღვინის შესახებ"
article: "8^1"
identifier: "matsne 28102"
adopted: "1998-06-12"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8¹. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოება — ვაზისა და ღვინის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაზისა და ღვინის შესახებ, მუხლი 8¹ (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/8-1

1. ვაზის სერტიფიცირებული ნერგის საწარმოებლად გამოსაყენებელი მასალა მიღებული უნდა იქნეს მხოლოდ სერტიფიცირებული საბაზისო საძირეთა სადედისგან და სერტიფიცირებული საბაზისო სანამყენეთა სადედისგან.

2. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საბაზისო საძირეთა სადედეზე და საბაზისო სანამყენეთა სადედეზე, ვაზის ნერგის წარმოების ყველა ეტაპზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/9.md
