---
title: "მუხლი 5 — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/5"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "5"
identifier: "1459"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2016-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2016-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/5

მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის განთავისუფლებაზე, თუ: ა) მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში, ერთ სულზე არანაკლებ ცხრა კვ. მ-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს იმ ფართობისა, რომელიც ეკავა მოსარგებლეს; ან ბ) მესაკუთრე მოსარგებლეს მისცემს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კომპენსაციას. (ძალადაკარგულია) [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53 ] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/6.md
