---
title: "მუხლი 7 — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/7"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "7"
identifier: "1459"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2016-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2016-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/7

1. მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაუკეთოს ქონებას გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული კაპიტალური რემონტი. მესაკუთრის ინიციატივით გარიგების მოშლის შემთხვევაში მოსარგებლეს აქვს ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

2. თუ საცხოვრებელი სადგომი მწვავეავარიულია, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლის თანხმობის გარეშე ჩაატაროს აღდგენითი სამუშაოები ან დაშალოს ნაგებობა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით. (ძალადაკარგულია) [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53 ] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/8.md
