---
title: "მუხლი 8 — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/8"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "8"
identifier: "1459"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2016-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8 — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2016-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/8

თუ მოსარგებლე კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით და საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა ან საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა არ განხორციელებულა ამ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მესაკუთრეს არ აქვს უფლება, უპირობოდ მოსთხოვოს მოსარგებლეს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა. ამასთანავე, ამ კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208 საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრის კანონი №746 - სსმ I, №40, 29.12. 2008წ., მუხ.248 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5446 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28144-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/8-1.md
