---
title: "მუხლი 10. შრომის უფლების რეალიზაცია — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/10"
law: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
article: "10"
identifier: "1462"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. შრომის უფლების რეალიზაცია — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-09-21), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/10

1. სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.

2. სახელმწიფოს მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის გარანტირებულია:
ა) სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამხედრო თანამდებობის დაკავება და სამსახურებრივი დაწინაურება;
ბ) საკუთარი სურვილითა და სამხედრო სამსახურის ინტერესების გათვალისწინებით პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) საშტატო განრიგისა და დაკავებული თანამდებობის მიხედვით სამხედრო წოდების მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების შეფერხება.

3. სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი პირს ეთვლება შრომის საერთო სტაჟში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალობის მიხედვით ნამსახურობის სტაჟში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/11.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
