---
title: "მუხლი 12. მატერიალური უზრუნველყოფა — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/12"
law: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
article: "12"
identifier: "1462"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. მატერიალური უზრუნველყოფა — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-09-21), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/12

1. სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.

2. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ხოლო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისას სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშებსა და ტარების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3¹. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული სასურსათო ულუფის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს არ მიეცემა.

4. ( ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურება, თუ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეა და სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრ ის კანონი №2474 - სსმ I, №56, 28.

12. 200 5 წ., მუხ.414
საქართველოს 2007 წლის 11 მაის ის კანონი № 4745 - სსმ I, № 18 , 2 2 .

05. 2007 წ., მუხ. 159
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი № 2239 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4331 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/13.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
