---
title: "მუხლი 15. ნამსახურევი წლების გაანგარიშება და მატერიალური უზრუნველყოფა — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/15"
law: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
article: "15"
identifier: "1462"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. ნამსახურევი წლების გაანგარიშება და მატერიალური უზრუნველყოფა — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-09-21), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/15

1. სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველა სახის ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში უნაზღაურდებათ შესაბამისად სამმაგი და ორმაგი ოდენობით.

3. წელთა ნამსახურობის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამხედრო მოსამსახურეები ჯილდოვდებიან ორდენებითა და მედლებით.

4. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს ჯანმრთელობისათვის მავნე სითხეებთან, ქიმიურ, მომწამლავ, რადიაქტიურ და სხვა ნივთიერებებთან, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება დღენახევრად და ყველა სახის ფულადი სარგოები უნაზღაურდება ერთნახევარი ოდენობით.

5. სხვა სახელმწიფოში მომსახურე საქართველოს სამხედრო მოსამსახურეს ფულადი სარგო ეძლევა ნაწილობრივ ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტით და ნაწილობრივ საქართველოს ეროვნული ვალუტით.

6. დახურულ და სხვა ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, სამხედრო-საჰაერო და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში, აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2001 წლის 20 ივლისი ს კანონი № 1036 - სსმ I, № 24 , 01 .

08. 2001 წ., მუხ. 105
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრ ის კანონი № 787 - სსმ I, № 40 , 29 .

12. 2008 წ., მუხ. 255
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი №3019 - სსმ I, № 2 3, 04.

05. 20 10 წ., მუხ. 1 38
საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1391 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/16.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
