---
title: "მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო დაზღვევა. ზარალის ანაზღაურება — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/17"
law: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
article: "17"
identifier: "1462"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო დაზღვევა. ზარალის ანაზღაურება — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-09-21), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/17

1. სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დაზღვეულ იქნეს სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებით.
[ 1. სამხედრო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დაზღვეულ იქნეს სადაზღვევო მომსახურების საჯარო შესყიდვის განხორციელებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
2. (ამოღებულია).

3. ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ან უმაღლესი სამხედრო წოდება, სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირებზე.

4. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4192 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.371
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3016 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.135
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3583 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2561 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/18.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
