---
title: "მუხლი 18. განათლების მიღება. კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/18"
law: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
article: "18"
identifier: "1462"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 18. განათლების მიღება. კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-09-21), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/18

1. სამხედრო მოსამსახურეს აქვს პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.

2. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით უფლება აქვს ისწავლოს სამოქალაქო უმაღლეს, საშუალო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში. ამ კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება ყველა შეღავათი, რასაც ადგენს კანონმდებლობა იმ პირისათვის, რომელიც უთავსებს სამხედრო სამსახურს სასწავლო დაწესებულებაში სწავლას. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება ამ სასწავლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.

3. უმაღლესი ან საშუალო-სპეციალური სამოქალაქო განათლების მქონე ოფიცერი და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მიღებული სპეციალობით გადის სამხედრო სამსახურს, თავისი განათლებით უთანაბრდება პირს, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი ან საშუალო სამხედრო სასწავლებელი.

4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ისარგებლოს კულტურის დაწესებულებებით.

5. სამხედრო ხელმძღვანელობა ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურის პატრიოტული, ზნეობრივი და ესთეტიკური აღზრდისათვის, განუვითაროს გონივრული ინიციატივა, ჩაუნერგოს მას ეროვნული ტრადიციებისადმი, რელიგიისადმი, უფროსებისა და უმცროსებისადმი პატივისცემა.

6. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე სარგებლობს ბიბლიოთეკებითა და სამკითხველოებით, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით, კინო- და ვიდეოფილმებით, აგრეთვე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/19.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
