---
title: "მუხლი 2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/2"
law: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"
article: "2"
identifier: "1462"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი — სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-09-21), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/2

1. სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

3. სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მისი პირადობის, მოქალაქეობისა და სამართლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები.

4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობითა და სამხედრო წესდებებით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილობრივი შეზღუდვის კომპენსაცია, რაც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებთანაა დაკავშირებული, წარმოებს ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

6. საომარი ან საგანგებო მდგომარეობისა და მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

7. სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3583 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28156-samkhedro-mosamsakhuris-statusis-shesakheb/3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
