---
title: "მუხლი 105¹. საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/105-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "105^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 105¹. საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 105¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/105-1

მოქალაქეთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობა სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. თანამდებობის პირთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის შემდეგი წესების დარღვევა: მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღების წესების დარღვევა; კოლექტიური ბაღისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობისა და განაშენიანების პროექტის გარეშე ან ამ პროექტის დარღვევით ათვისება; სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის ნებართვის მიცემა, ამგვარი სახლების საექსპლუატაციოდ მიღება; კოლექტიური ბაღის ტერიტორიაზე სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მისგან გადახვევით საერთო სარგებლობის შენობათა და ნაგებობათა მშენებლობა; უკანონოდ საშენი მასალების გაცემა, სატრანსპორტო საშუალებათა, მექანიზმების, მუშახელის გამოყენება, მებაღეობის ამხანაგობის ობიექტების მშენებლობაში არასპეციალიზებული სამშენებლო ორგანიზაციების ჩაბმა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 მაისის ბრძანებულება №94 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1985 წ., მუხ.157 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/105.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/105-2.md
