---
title: "მუხლი 107⁵. თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/107-5"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "107^5"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107⁵. თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 107⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/107-5

1. თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4790 – ვებგვერდი, 07.03.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/107-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/108.md
