---
title: "მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/107"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "107"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 107 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/107

1. სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონის საფეხურებსა და სახურავზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

2. სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

3. მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან და კარიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

4. (ამოღებულია – 17.05.2017, №861) . საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6147 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/106-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/107-1.md
