---
title: "მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/108"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "108"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 108 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/108

1. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აეროდრომის/ვერტოდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის/ვერტოდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, ან აეროპორტის ანდა აეროდრომის/ვერტოდრომის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტის მოწყობა, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. შენობებსა და ნაგებობებზე ღამისა და დღის მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების განთავსების წესების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. სააეროდრომო მოწყობილობების, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნებისა და მოწყობილობების დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. აეროპორტის, აეროდრომის ან ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე გავლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4621 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/107-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/109.md
