---
title: "მუხლი 113¹. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში და ხმელეთზე განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/113-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "113^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 113¹. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში და ხმელეთზე განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 113¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/113-1

1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, აგრეთვე ხმელეთზე განთავსებულ სტაციონარულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან/და ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა, რამაც გამოიწვია ან რასაც შეეძლო გამოეწვია მათი დაზიანება, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/113.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114.md
