---
title: "მუხლი 114¹. საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "114^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114¹. საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 114¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-1

1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

1¹. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, ჩადენილი: ა) 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ბ) 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; გ) 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; დ) 500-დან 3 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; ე) 3 000-დან 5 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით; ვ) 5 000-დან 8 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით; ზ) 8 000-დან 10 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით; თ) 10 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა, დაზვერვა ან მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 75 000 ლარით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112 საქართველოს 2019 წლის 12 დეკემბრის კანონი №5546 – ვებგვერდი, 13.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-10.md
