---
title: "მუხლი 114¹⁷. შიდა სახმელეთო წყლების მცურავი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-17"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "114^17"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114¹⁷. შიდა სახმელეთო წყლების მცურავი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 114¹⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-17

შიდა სახმელეთო წყლების მცურავი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა − ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან რომელსაც  შეეძლო გამოეწვია მცურავი სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, − გამოიწვევს ამ აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-18.md
