---
title: "მუხლი 114⁵. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-5"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "114^5"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114⁵. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 114⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-5

1. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3  ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.

5. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელზედაც მისი სახელი და სარეგისტრაციო ნომერი აღნიშნული არ არის, − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

6. ამ მუხლის მე-5  ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 200 ლარის ოდენობით.

7. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც სახელმწიფო რეგისტრაცია შეჩერებული აქვს, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.

9. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3312 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-6.md
