---
title: "მუხლი 114⁹. გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-9"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "114^9"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114⁹. გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 114⁹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-9

1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მფლობელის ან/და ამ გემის ოპერატორის მიერ გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მფლობელის ან/და ამ გემის ოპერატორის მიერ საქართველოს გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/115.md
