---
title: "მუხლი 116⁷. პარაპლანით ექსპერიმენტული ფრენის ან/და საჩვენებელი ფრენის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით განხორციელება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/116-7"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "116^7"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 116⁷. პარაპლანით ექსპერიმენტული ფრენის ან/და საჩვენებელი ფრენის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით განხორციელება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 116⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/116-7

1. პარაპლანით ექსპერიმენტული ფრენის ან/და საჩვენებელი ფრენის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/116-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/116-8.md
