---
title: "მუხლი 118⁴. კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/118-4"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "118^4"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118⁴. კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 118⁴ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/118-4

1. კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. კიდულძრავიანი ველოსიპედის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის პირველი−მე-4, მე-8 და მე-10 ნაწილების მოქმედება. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/118-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/118-5.md
