---
title: "მუხლი 119¹. გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/119-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "119^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 119¹. გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 119¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/119-1

1. სამშენებლო ან სხვა მასალის ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომელსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფრის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3500 – სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.256 საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5564 – ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/119.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/119-2.md
