---
title: "მუხლი 121¹. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე პირის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/121-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "121^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 121¹. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე პირის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 121¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/121-1

1. ადრე დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობითა და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული/ძალადაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

1¹. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

2. (ამოღებულია - 16.11.2021, №1013 ).

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე პირის მიერ ამ მუხლით ან ამ კოდექსის 118-ე, 118 1 , 118 2 , 119-ე, 120-ე, 121-ე და 123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 127 1 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5611 – სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.411 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4687 – ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/121.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/122.md
