---
title: "მუხლი 128⁵. ხე-ტყის მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/128-5"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "128^5"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128⁵. ხე-ტყის მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 128⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/128-5

1. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა, აგრეთვე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების დაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით წარუდგენლობა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/128-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/128-6.md
