---
title: "მუხლი 131. რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/131"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "131"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 131. რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 131 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/131

მოძრავი შემადგენლობის, კონტეინერების, მცურავი და ტვირთის გადასაზიდად გათვალისწინებული სხვა სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე გადაზიდვის მოწყობილობათა დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე. სატვირთო ვაგონების, ავტომობილების, ავტომობილების მისაბმელების, კონტეინერების, ტრიუმების და მცურავ საშუალებათა სხვა სატვირთო სათავსოების პლომბებისა და საკეტ მოწყობილობათა დაზიანება, მათგან პლომბების აგლეჯა, ცალკეული სატვირთო ადგილებისა და მათი შეფუთვის, პაკეტების, სატვირთო ეზოების, რკინიგზის სადგურების, სატვირთო საავტომობილო სადგურების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) და იმ საწყობების ღობის დაზიანება, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად, აგრეთვე სატვირთო ეზოების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) სატვირთო რაიონების და ზემოაღნიშნული საწყობების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე ყოფნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/130.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/132.md
