---
title: "მუხლი 134¹. სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/134-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "134^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 134¹. სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 134¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/134-1

1. გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციაზე ან რკინიგზის გადასასვლელზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, ან ამ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (მათ შორის, დროებითის) გარეშე ან სქემის (მათ შორის, დროებითის) დარღვევით, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 15 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/134.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/135.md
