---
title: "მუხლი 135¹. საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვა­ნი­ს­ განხორციელებისა­ს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცე­ბუ­ლი მოძრაობის მარშრუტის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/135-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "135^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 135¹. საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვა­ნი­ს­ განხორციელებისა­ს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცე­ბუ­ლი მოძრაობის მარშრუტის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 135¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/135-1

საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M 2 და M 3 კატეგორიების ავტო­ბ­უ­­სე­ბისათვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკი­ც­ე­ბული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლა­რის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულე­ბი­სა­თ­ვ­ის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაე­რ­ი­ც­­ხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6609 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6294 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/135.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/135-2.md
