---
title: "მუხლი 139³. ტრანსპორტის სფეროში ლიცენზირების/ნებართვის გაცემის ან/და სერტიფიცირების/შესაბამისობის დეკლარაციის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/139-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "139^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139³. ტრანსპორტის სფეროში ლიცენზირების/ნებართვის გაცემის ან/და სერტიფიცირების/შესაბამისობის დეკლარაციის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 139³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/139-3

პირის მიერ ტრანსპორტის სფეროში სათანადო ლიცენზიის/ნებართვის ან/და სერტიფიკატის/შესაბამისობის დეკლარაციის ან/და მოწმობის გარეშე საქმიანობა, ან შესაბამისი ლიცენზიის ან/და ნებართვის ან/და სერტიფიკატის/შესაბამისობის დეკლარაციის ან/და მოწმობის პირობების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსავლენად  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2963 – სსმ I, №27, 10.09.2003წ., მუხ.198 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3180 – სსმ I, №17, 30.052006წ., მუხ.125 საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/139-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/139-4.md
