---
title: "მუხლი 139⁵. გადამყვანი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/139-5"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "139^5"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139⁵. გადამყვანი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 139⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/139-5

გადამყვანი კომპანიის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გადამყვანი კომპანიის ან გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლის დაჯარიმებას სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1000 ლარის ოდენობით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით. შენიშვნა : ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე . საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2046 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/139-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/139-6.md
