---
title: "მუხლი 141. რადიოდანადგართა მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/141"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "141"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 141. რადიოდანადგართა მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 141 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/141

რადიოსატრანსლაციო კვანძის მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე (როცა ასეთი საჭიროა), მისი სიმძლავრის მიუხედავად, – გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე. რადიოსატრანსლაციო წერტილის მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე (როცა ასეთი საჭიროა) მიუხედავად იმ რადიოსატრანსლაციო კვაძის უწყებრივი კუთვნილებისა, საიდანაც იგი იდგმება, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/140.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/142.md
